კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს დათა ახალიას თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
როგორც დათა ახალიას ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ ეპიზოდში უდანაშულოა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების თანახმად, 2006 წელს სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების ბრძანება კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა.
პროკურატურის ინფორმაცით, მომხდარის გამოძიება 2006 წელს ვანო მერაბიშვილმა სწორედ დათა ახალაიას დაავალა.