დიდი ბრიტანეთის შს სამინისტრომ სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებულ რუსეთის 60 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „The Daily Telegraph"-ი ავრცელებს.
აღნიშნულ ნუსხაში შემავალი ადამიანების ვინაობა თავდაპირველად ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. სწპრედ ის გახდა საფუძველი იმ ნუსხისა, რომელსაც ბრიტანეთის შს სამინისტრო დაეყრდნო.
ფონდ "Hermitage Capital Management"-ის თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი 2008 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, 2009 წლის ნოემბერში კი ის მოსკოვში საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები