სტამბულში პოლიციამგეზის პარკთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კვლავ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ გეზის პარკის გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა და პარკი მხოლოდ სამი საათის გახსნილი იყო ხალხი აქციისათვის პარკთან კვლავ შეიკრიბა. პოლიციამ სპეცსაშუალებების გამოყენებით შეკრებილები დაშალა.
სტამბულს მცხოვრებლებს ასევე ქონდათ მცდელობა შაბათს შეჭრილიყვნენ პარკში. თუმცა პოლიციამ ამ აქციის დაშლისასაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.