სადახლოს საბაჟო გამჩვებ პუნქტზე 4607,13 ლარს ღირებულების ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს. კერძოდ, ს.გ.პ. „სადახლო"-ს გავლით სომხეთიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქე ანა ა. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისას, ანა ა-ს, ყელსაბამზე ასხმული ოქროს ნაკეთობები მათ შორის: სამაჯური 1ც, ყელსაბამი 3ც, ჯვარი 2ც, გულსაკიდი 4ც, საყურე 5 წყვილი, ბეჭედი 11ც, ოქროს საათი 1ც, ოქროს საათი სამაჯურით 1ცალი, საათის მექანიზმი 2 ც, საერთო წონით 133,62 გრამი აღმოაჩნდა.
თბილისის აეროპორტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის თანახმად, საქონლის სატარიფო ღირებულება 4607,13 ლარს შეადგენს. რუსეთის მოქალაქე ანა ა-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 289 მუხლის 10 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 4607,13 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები