ირაკლი ღარიბაშვილი მამუმკა მიქაუტაძის საქმის გამოძიების დასრულებამდე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ჟურნალისტებთან საუბრისას შს მინისტრმა ასევე ადამიანებს მოუწოდა გამოძიების დასრულებადმე თავი შეკავონ სხვადასხვა ტიპის განცხადებების გაკეთებისგან.
,,მინდა აბსოლუტურად გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. მართლაც ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა. დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებდი, არ ვიჩქარებდი. მინდა დაველოდო გამოძიებას, მის შედეგებს. იცით, რომ ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის საზოგადოებისთვის. ასე, რომ მე არ ვიჩქარებდი სხვადასხვა ადამიანებისგან განსხვავებით და კომენტარს გავკეთებ გამოძიების დასრულებისთანავე", _განაცხადა ღარიბაშვილმა.