დაღესტანში გამომვალაი გაზეთის „ნოვოე დელო"-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე აჰმედნაბი აჰმედნაბიევი მახაჩკალის გარეუბანში მოკლეს. ადრე ჟურნალისტზე მისი ლიკვიდაციის მიზნით თავდასხმა ორჯერ იყო განხორხიელებული.
„სახლიდან 50 მეტრის დაშორებით უცნობმა პირებმა ჟურნალიტს აჰმედნაბი აჰმედნაბიევის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. მიღებული ჭრილობებისაგან ის ადგილზე გარდაიცვალა", _ იუწყება დაღესტნის შს სამინისტროს წარმომადგენელი.
აღსნიშნული გამოცემა 1991 წლიდან გამოდის. მოკლული ჟურნალისტი პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები