შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურსის წესით შერჩეულ 30სტუდენტს შეხვდა. ახალგაზრდები გამოსაცდელი ვადით შსს-ს სხვადასხვა
დანაყოფებში დასაქმდებიან, ხოლო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 110 სტუდენტი სამინისტროში სტაჟირებას გაივლის. წარჩინებული სტუდენტების შერჩევა-შესწავლის პროცესი მაისის თვეში დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 500-ზე მეტი სტუდენტის განაცხადი შემოვიდა.
შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში სტუდენტთა დასაქმების შესახებ 2013 წლის იანვარში „ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.