საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა შეიარაღებულმა პირებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს.
შემთხვევა კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში იმ დროს მოხდა როცა ზურაბ თვალამაშვილი საქონელს მწყემსავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს მესაზღვრეები, სავარაუდოდ, საზღვრი უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ თვალამაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.