სომალის პრეზიდენტის ხასან შეიხ მახმუდის თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა მოგადიშოს აეროპორტში ექსტრემალური დაჯდომა განეხორციელებინა. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველთა განმარტებით, ავარიული დაშვებისას თვითმფრინავს რამდენიმე სახანძრო მანქანა დახვდათ. საბოლოომ ჯამში ცეცხლმა ძრავის გარდა შასიც დააზიანა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის და ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. მისივე განმარტებით, თავად სომალის პრეზიდენტი არ დაშავებულა.