ერაყში დღეს მომხდარმა რამდენიმე ტერაქტმა სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს. ერთი ტერაქტი ბაღდადიდან 20 კმ-ს დაშორებით მოხდა. აფეთქება ახალგაზრდულ ცენტრთან მოხდა და მან ექვსი ადამიანი შეიწირა.
რამდენიმე აფეთქება განხორციელდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
აღსანიშნავია, რომ ერაყში ორ უმსხვილეს ისლამურ მიმდინარეობას შიიტიზმსა და სუნიტიზმს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.