,,დინამო არენასთან" დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი ხვალ 16.00 საათისთვის გადაიდო. დაცვის მხარემ, რომელსაც ადვოკატი გიორგი ონიანი წარმოადგენდა პროცესზე წარმოადენინა ფირი სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავებაა ასახული.
მოსამართლემ ბრალდების მხარესაც სთხოვა ფირების წარმოდგენა, თუმცა ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები არ აღმოაჩნდა. ამის შემდეგ მოსამართლემ მათ სამჯერ შესთავაზა, გაითხოვდნენ თუ არა შუამდგომლობას, თუმცა პატრულის თანამშრომლობის მხრიდან უარი მიიღო. მათივე მოთხოვნით სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო.
ასევე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვაც მოხდა. მათი განმარტებით, სხდომაზე ასევე მოხდა. მოწმეების განცხადებით, ისინი არ არღვევდნენ კანონს და კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ,,დინამო არენასთან" გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცავებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. ახალგაზრდებმა საქართველოში რუსი დეპუტატის სტუმრობა გააპროტესტეს. ,,თავისუფალი ზონის" დაკავებული სამი აქტივისტი ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია სამართალდამცავებმა თავდაპირველად ორთაჭალის ერთ-ერთ განყოფილებაში, შემდეგ შსს ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ კი თბილისის მთავარ სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.