კოტე კუბლაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოდ დისკრედიტაციის ფაქტებზე საუბრობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა შეწყვიტონ მოსამართლეების შეურაცხყოფა.
,,დაახლოებით ორი კვირის წინ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჩემი პირველი მოადგილის შესახებ საუბარი იყო ისეთ კონტექსტში რომელიც პირდაპირ შეიცავდა შეურაცხყოფას და უხამსი სიტყვებით მის მოხსენიებას. შემდეგ საუბარი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და მოსამართლეებზე ზოგადად ახალციხეში მომხდარ ფაქტებიდან გამომდინარე და აქაც ამ ყველაფერში ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. ბოლოს თბილისის მერისგან საუბარი იყო ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში კონკრეტული მოსამართლეების მიმართ და მათი პირდაპირი შეურაცხყოფა. თითოეულ ამ ფაქტთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ასეთი რამ პოლიტიკური ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არის სასამართლოს დისკრედიტაციის პირდაპირი მცდელობა. ეს შეურაცხყოფები არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში. იგი ძირს უთხრის პირდაპირ სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას, მის განვითარების პერსპექტივას", _განაცხადა კუბლაშვილმა.