ეგვიპტეში მიმდინარე პროტესტების გეოგრაფია ფართოვდება და საკურორტო ქალაქებს აღწევს. თუ ადრე მღელვარებები მხოლოდ დიდ ქალაქებს ეხებოდა ამჟამად უკვე საპროტესტო აქციები ქალაქებში ხურგადასა და შარმ-ეშ-შეიხში გაიმართა.
ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციები მშვიდობიანად მიმდინარეობს და ტურისტების დასვენბაზე არ აისახება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ქაიროში ეგვიპტის ექს-პრეზიდენტის მუჰამმედ მურსის მხარდამჭერი მიტინგის დარბევისას 42 ადამიანი დაიღუპა.