,,მამუკა მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევებია", _განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის მიქაუტაძის გარდაცვალების საქმის კომენტირებისას.
,,მას შემდეგ, რაც დეტალურად გვექნება ამომწურავი ინფორმაცია, გავაკეთებთ განცხადებას, თუმცა ამ ეტაპზე, შემიძლია იმის თქმა, რომ სერიოზული დარღვევებია საქმეში. ამიტომ ეს საქმე იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული ჩვენთვის უახლესი კვირის განმავლობაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რომ 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ იგი მოკლულიც იყოს და ყველა იმ პირის დაკითხვას ითხოვენ ვისთანაც გარდაცვლის ბოლო პერიოდში კავშირი ჰქონდა.
გარდაცვლის ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომელის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.