ეგვიპტეში უმნიშვნელოვანესი გაზსადენი აფეთქდა, რის შედეგადაც იორდანიას გაზის მიწოდება შეუწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენი აღმოსავლეთ ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირებმა ააფეთქეს. აფეთქება ქალაქ ელ-არიშას მახლობლად მოხდა, რომლის შედეგადაც არავინ არ დაშავებულა.
კომპანია Gasco-მა განაცხადა, რომ აღნიშნული გაზსადენით გაზი იორდანიას მიეწოდებოდა და შესაბამისად იორდანია გაზის გარეშე დარჩება მანამ, ვიდრე მისი აღდგენა არ მოხერხდება.