ეგვიპტეში, გადაყენებული პრეზიდენტის მუჰამმედ მურსის მხარდამჭერი აქციის დარბევის დროს 42 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მოძრაობა „ძმები მუსულმანები"-ში ამტკიცებენ, რომ გვარდიის შტაბის დაცვამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.
სამხედროები კი აცხადებენ, რომ რესპუბლიკური გვარდიის შენობაზე იერიში „შეიარაღებულმა ტერორისტებმა" მიიტანეს. ამ შეტაკების შედეგად დაღუპულია ერთი სამხედრო და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები