შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების დარღვევა) დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქეები: გიორგი ტ., მამუკა ქ., ჯუმბერ დ., ნუკრი ყ., შალვა ტ. და გოჩა ს.
აღნიშნულ პიროვნებებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.