ყაზახეთისა პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი პოსტიდან მიდის. 6 ივლისს ნაზარბაევმა 73 წლის იუბილეზე და დედაქალაქ ასტანის (ყოფილი ცელინოგრადი) 15 წლის ზეიმზე აღნიშნა, რომ დიდი ხანია შემცვლელზე ფიქრობს.
ნაზარბაევმა ოფიციალური განცხადება არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწის ვალია დროულად მოამზადას ღირსეული მემკვიდრე.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ნაზარბაევის განცხადებამ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია რუსეთში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სასწრაფოდ მიატოვა უნივერსიადა 2013 და ასტანაში ჩავიდა, სადაც ნაზარბაევთან „უჰალსტუხო" შეხვედრა გამართა.
ორი ლიდერის შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება და შესაბამისად უცნობია საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღო ნაზარბაევმა.