"თავისუფალი ზონის" დაკავებული სამი აქტივისტის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია სამართალდამცავებმა თავდაპირველად ორთაჭალის ერთ-ერთ განყოფილებაში, შემდეგ შსს ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ კი თბილისის მთავარ სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
ახალგაზრდების დაკავება გვინ ღამითვე გააპროტესტეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა. მათივე განმარტებით სამივე მათგანის დაკავება უკანონოდ მოხდა. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები მომხდარის გამო გეგმავენ, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოშიო შეიტანონ.
შეგახსენებთ, რომ ,,დინამო არენასთან" გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცავებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. ახალგაზრდებმა საქართველოში რუსი დეპუტატის სტუმრობა გააპროტესტეს.