"დინამო არენასთან" დაკვებულ, "თავისუფალი ზონის" სამ აქტივისტის ირაკლი ჩხირკვაიას, დავით გოგოხიას და ლაშა რუხაიას ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ.
დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. თუმცა წიხელვე გავრცელდ ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ ისინი ერთ ერთ ავტოსამრეცხაოში გადაიყვანეს, ხოლო მას შემდეგ რაც აღნიშნულ ადგილას „თავისუფალი ზონის" აქტივისტები" და უმცირესობის წარმომადგენლები მივიდნენ ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
„დინამო არენასთან" ინცინდენტი ფრედ 1:1 დასრულებული დინამო თბილისსა და დინამო მოსკოვის მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც "თავისუფალი ზონის" აქტივისტებმა მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატების დასწრების გამო საპოტესტო აქციის გამართვა სცადეს.
პოლიციამ აქცის მონაწილებს მოუწოდა გზის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლაც სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".
მოგვიანებით კომენტარი გააკეთა უმცირესობის ერთ_ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველ პატრიორებს - აფხაზეთიდან დევნილებს საპროტესტო აქციის გამო აკავებენ, ხოლო ხელისუფლება ოკუპანტებთან ერთად მთაწმინდაზე ახლაგახსნილ რესტორანში ქეიფობს.