მამუკა მიქაუტაძის საქმეზე, შესაძლოა, პარლამენტშიც იმსჯელონ. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა გარდაცვლილისს ოჯახის სურვილის შემთხვევაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოშიც იმსჯელებენ.
"ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნებამდე ძალიან ძნელია რაიმე შეფასების გაკეთება. ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. მზად ვარ, ამ საკითხში უფრო მეტად ვიყო ჩართული და თუ ამის აუცილებლობა იქნება და შესაბამისად, თუ ოჯახიც თანახმა იქნება, ჩვენ შეგვიძლია, უფრო აქტიურად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმუშაოს ამ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ გუშინ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ იგი მოკლულიც იყოს და ყველა იმ პირის დაკითხვას ითხოვენ ვისთანაც გარდაცვლის ბოლო პერიოდში კავშირი ჰქონდა.
გარდაცვლის ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომელის დასკვნა 2-3 დღეში ცნობილი გახდება.