თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის მამუკა მიქაუტაძის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მაქსიმუმ, სამშაბათისთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებნთან დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გაჩაძემ განაცხადა.
,, ჩატარდა მიცვალებულის გარეგანი დათვალიერების ექსპერტიზა. ხაზს ვუსვამ გარეგანი დათვალიერება, რადგან ამის შედეგად სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდება. ინახა გარკვეული ცვლილებები სხეულზე გარეგნულად. დასკვნა დაიდება ამ დღეებში, მაქსიმუმ, სამშაბათისთვის და შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება დეტალური ინფორმაცია", _განაცხადა ალექსანდრე გაჩაძემ.