შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ჭიათურის რაიონული სამმართველოს და საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ვალერი ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივლისს, საჩხერის რ-ნის სოფელ ჭორვილაში ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა სამი მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირი. დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებათ. სამივე მათგანი საჩხერის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა დაჭრაში ბრალდებული ვალერი ჩ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საჩხერის რ-ნის სოფელ ჭალაში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. (სსსკ-ს 19-109-ე მუხლით)
მასალის გამოყენების პირობები