უბედური შემთხვევა მოხდა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში. 88 წლის მამაკაცმა ვანო ბასილაძემ თავი ჩამოიხრჩო.
როგორც ადგილზე "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტს, გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, მოხუცი მძიმე ავადმყოფი იყო და სავარაუდოდ თავის ჩამოხრჩობის მიზეზიც სწორედ მისის ავადმყოფობა გახდა.
"ძალიან ცუდად იყო, ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა, რომ თავი ჩამოეხრჩო,"- ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
მასალის გამოყენების პირობები