სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Asiana-ს თვითმფრინავი სან-ფრანცისკოს აეროპორტში დაჯდომისას ჩამოვარდა. სამაშველო სამსახურების მონაცემებით 2 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა.
Boeing 777-ს, რომელიც სან-ფრანცისკოში სეულიდან მიფრინავდა აეროპორტში დაჯდომისას ხანძარი გაუჩნდა და ავარიულად დაჯდა.
დაღუპულია ჩინეთის ორი მოქალაქე.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
თითმფრინავში 292 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა.
ავარიის მიზეზები ამ დროისთვის დადგენილი არაა.