კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ეგვიპტის ქალაქ ელ-არიში მოკლეს. მას თავს ქუჩაში დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა რადიკალმა-ისლამისებმა განახორციელეს, რომლებმაც ასევე დღესვე რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტიც დაცხრილეს.
აღსანიშნავია, რომ მომხდარი ფაქტი რელიგიათაშორისი დაპირიპირების პირველი გამოვლინებაა ქვეყანაში ექსპ-პრეზიდენტის მუჰამმედ მურსის საწინააღმდეგო გამოსვლების დაწყების შემდეგ. აღსანიშნავია ასევე, რომ „ძმები მუსულმანები" ადრეც მკაცრად აკრიტიკებენ კოპტრ პატრიარქს, რომელიც მურსის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს უჭერდა მხარს.