ერაყში, ბაღდადის შიიტური მეჩეთის მახლობლად თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა და 30 მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცას ბი-ბი-სი ავრცელებს. აფეთქება ლოცვის დროს მოხდა.
წინა დღით, ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სამარაში, ავტომობილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 ივლისს ქალაქ მუკდატიას შიიტური მეჩეთის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად კი 22 ადამიანი გარდაიცვალა. გაეროს მონაცემებით, აპრილიდან მოყოლებული აფეთქებებისა და შეტაკებების მსხვერპლი 2500-ზე მეტი ადამიანი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ერაყში ძალადობის პროვოცირება სახელისუფლებო არმიის მიერ, ქვეყნის ჩრდილოეთით, სუნიტი დემონსტრანტების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევამ მოახდინა. სიტუაცია შიიტებსა და სუნიტებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სუნიტურმა ორგანიზაციებმა და პარტიებმა შიიტები შევიწროვებასა და პოლიტიკური წრეებიდან განდევნაში დაადანაშაულეს.