ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) აღძრეს.
შსს-ს ინფორმაცით, ამ დროისათვის დამნაშავე პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეში მონაწილე ყველა პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება.
გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით ეცნობება.