"საქართველოს ბანკის" დიღმის მასივში მდებარე ერთ-ერთი სერვისცენტრი დაყაჩაღეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,საქართველოს ბანკის" პრესსამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძემ განაცხადა, თავდამსხმელს სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მისივე განმარტებით, ზარალი მინიმალურია. თუმცა ,,საქარველოს ბანკის" პრესსამსახურის უფროსმა კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავი შეიკავა.
,, თავდასხმა დიღმის მასივში მდებარე სერვისცენტრზე მოხდა. თავდამსხმელს სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, ზარალი მინიმალურია. მომხდართან დაკავშირებით სამარალდამცავებმა დროული რეაგირება მოხდინეს და გამოძიება უკვე მიმდინარეობს", _განაცხადა სოფო ბალავაძემ.
მისივე განმარტებით ,,საქართველოს ბანკი" უსაფრთხოების ახალ მექანიზმს ნერგავს, რომელიც სამართალდამცავებს მუშაობაში დაეხმარება.