სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 50 წლის მამაკაცმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა. რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე მოძალადე პირი უკვე დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.
დაზარალებულის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა, ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.