ავღანეთში პოლიციის ლეიტენანტი ქალი მოკლეს. ინციდენტი ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ისლამ ბიბი 32 ქალისაგან შემდგარ პოლიციელი-ქალების ჯგუფის მეთაური იყო.
პოლიციის ლეიტენანტი ქალი რამდენიმე ბოროტმოქმედმა ჩაცხრილა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ქალის ნათესავები უკმაყოფილონი იყვნენ მისი სამსახურით. თავად ისლამ ბიბი ამბობდა, რომ მისი მამა და დები წინააღმდეგნი იყვნენ იმისა, რომ მას სახლის ფარგლებს გარეთ ემუშავა, მისმა ძმამ კი ამის გამო მისი მკვლელობა რამდენჯერმე სცადა.