კახეთში დაღუპული ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს უნდობლობას უცხადებს და საქმის გამოძიებას მთავარი პროკურატურისგან ითხოვს. როგორც დაღუპული ჩვილის დედამ, თათია მექერიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში განაცხადა იგი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა.
,, ცხრა თვეა გამომძიებლები მუშაობენ და არანაირი ხელჩასაკიდი არაფერი არ არის. მინდა, რომ არჩილ კბილაშვილმა გამოიძიოს, რომ მალე დასრულდეს და ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც ნათელი გახდეს ყველაფერი, გამოვამჟღავნოთ მკვლელი ვინ არის", _განაცხადა თათია მექერიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.