ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ოთხი მცირეწლოვანი გოგონა დაიღუპა.
გოგონები რომელთა ასაკიც 7 დან 12 წლამდე იყო მდინარიდან სახლში ბრუნდებოდნენ, სადაც წყლის მოსატანად იყვნენ წასული. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გზის განაპირას დამონტაჟებული ნაღმები ფართოდაა გავრცელებული ავღანეთში. სწორედ მათ ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.