„თუ დამტკიცებულია, რომ კონკრეტულად პიროვნებას ადამიანის წამებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღევული და მათთან საპროცესი შეთანხმება გაფორმდა - ეს ასე არ უნდა იყოს", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე კითხვაზე პასუხის გაცემისას, რომლის მიხედვითაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბრალი მოეხსნა ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ადამიანების წამებაში და არის წამებაში ბრალდებული და ასევე საპროცესო შეთანხმებებით გათავისუფლებულია წამებაში უშუალოდ მონაწილე პირთა ნაწილი. ხომ არ წაახალისებს ეს მომავალში წამებას იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეცოდინებათ, რომ თუ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან ისეთი მძიმე დანაშაულიც კი შეიძლება მიეტევოთ როგორც არის წამება.
„გამიჭირდება პასუხის გაცემა. რამეთუ თუ დამტკიცებულია, რომ კონკრეტულად პიროვნებას ადამიანის წამებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მათთან საპროცესი შეთანხმება გაფორმდა მე ვეთანხმები კითხვას, მეც ვუერთდები. მე დამატებით გამოვიკვლევ ამას თუ ეს ასეა - ეს ასე არ უნდა იყოს.
თუ ამის ფაქტებია დადებული - ეს ასე არ უნდა იყოს. მეც ვუერთდები თქვენს კითხვას. თუ თვენი კითხვის არსი არის ის, რომ წამებაში მიიღო მონაწილეობა ადამიანმა და ის გამოუშვეს - ეს ასე არ უნდა იყოს", _ განაცხადა ივანიშვილმა.