"ევროპული სკოლის" მოსწავლეებს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ჰყავთ.
"ევროპულ სკოლაში" დღეს პარლამენტის თავმჯდომარე აირჩიეს.
არჩევნებს წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფუძნება, სადაც თითოეულმა კანდიდატმა საკუთარი რწმუნებულები დანიშნა და პარალელურად საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
არჩევნებში გამარჯვებული, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გივი კარბელაშვილი სკოლის ბიუჯეტიდან ყოველთვიურ ხელფას მიიღებს 150 ლარის ოდენობით.