ვალეს საბაჟო გამსვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთიდან მსუბუქი ავტომობილი SEAT შემოვიდა. მანქანას თურქეთის მოქალაქე თევფიკ ო. მართავდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მგზავრისა და ავტომანქანის დათვალიერებისას, აღმოჩნდა, რომ თევფიკ ო-ს მანქანის საბარგულში, პოლიეთილენის პარკში, სამედიცინო პრეპარატი ლირიკა - 10 აბი ჰქონდა მოთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს ახალციხის რაიონის საპატრულო პოლიციის განყოფილებას გადაეცა.