სადახლოზე მარიხუანა აღმოაჩინეს. კერძოდ, „სადახლოს" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში სომხეთიდან სომხეთის მოქალაქე ედგარ მ. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად, მგზავრისა და მისი ბარგის შემოწმებისას, სიგარეტის კოლოფში სიგარეტთან ერთად ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული ნივთიერება, სავარაუდოდ მარიხუანა გამოვლინდა. ნივთიერება პოლიეთილენის პაკეტში მოთავსდა და დაილუქა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით მარნეულის რაიონული სამმართველოს სოფელ „სადახლოს" პოლიციის განყოფილებას გადაეცა.