აეროპორტის დასახლებაში ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავეს.
,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, ორი დაკავებული დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, ექვსი მათგანი კი თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება.
ადვოკატები დაკავების არაკანონიერ მეთოდებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ ამ დრომდე მათ დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცემიათ.