სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე ძვირფასი ლითონებით დამზადებული, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. კერძოდ, ს.გ.პ. „სადახლო"-ს ტერიტორიაზე სომხეთიდან, რუსეთის ფედერაციის სახ.ნომრის მქონე მსუბუქი ავტომანქანა შემოვიდა, რომელსაც რუსეთის მოქალაქე სამველ შ. მართავდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საბაჟო შემოწმებისას, სამველ შ-ს ბარგში არადეკლარირებული საქონელი, ძვირფასი ლითონის სამკაულები: 3ც. ბეჭედი ძვირფასი ქვებით, 1ც. გულსაკიდი ძვირფასი ქვებით, 1ც. სამეული ძვირფასი ქვებით, 1ც. ყელსაბამი გულსაკიდით და 1 წყვილი საყურე, საერთო წონით 71,13 გრ გამოვლინდა. თბილისის აეროპორტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულება 4368,32 ლარს შეადგენს. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს შეეფარდა სანქცია: 289 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე პიროვნებას დაეკისრა ჯარიმა 4368,32 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები