,,მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს, რომელიც გამოძიების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მერიისა და საკრებულოს დაკავებული თანამშრომლების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ საქმეში ჩართულნი არიან და უახლოეს მომავალში ომბუდსმენი სპეციალურ დასკვნას გამოაქვეყნებს.
"მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სერიოზული და ლეგიტიმური კითხვა არსებობს. მთავარია, რომ ყველაფერი იყოს შესწავლილი. ჩვენი წარმომადგენლები ამ პროცესში ჩართული არიან, ვიძიებთ ყველა დეტალს, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, მათ შორის გუშინდელ სასამართლო პროცესს. სპეციალურ დასკვნას ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ. კითხვა არის ძალიან ბევრი. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელიც გამოძიების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს", _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.