ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს თბილისის საკრებულოს წევრებს მამუკა გუგეშაშვილსა და ხვიჩა სანაიას დაკითხავენ.
საკრებულოს წევრების განმარტებით, მათთვის უცნობია რა საკითხთან დაკავშირებით არიან დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.
მამუკა გუგეშაშვილის განცხადებით, ის ჯერ კიდევ საგამოძიებო უწყებაში 29 ივნისს იყო დაბარებული, თუმცა მათი მოთხოვნით დაკითხვა დღეისთვის გადაიდო. როგორც გუგეშაშვილი განმარტავს დაკითხვაზე დაბარების შესახებ მას ტელეფონით აცნობებს და უწყება არ მისვლია.