თბილისის მერიის მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მადონა მაისურაძემ განმარტა მერიის მაღალჩინოსნების დაკავება უკანონოდ და დარღვევებით განხორციელდა, რის გამოც სასამართლომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ამჟამად პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული. დაკავებულის ადვოკატის განმარტებით, მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას ვეღარ შეცვლის, მაგრამ შესაძლებელია მერიის თანამშრომლებს გირაო შეუფარდოს.
შეგახსენებთ, გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა სხვა პირებთან ერთად მიითვისეს და გაფლანგეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა 48 930 822 ლარამდე თანხა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 -ე მუხლის მესამე ნაწილით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.საქმის გამოძიება გრძელდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება.