აშშ-ის დასავლეთ შტატებში ჰაერის ტემპერატურამ + 50 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს დღის სათებში ღია სივრცეში ყოფნას მოერიდონ.
ლას-ვეგაში სიცხისგან ხანშიშესული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც სახლში კონდენციონერი არ ქონდა, - წერს აშშ-ს მედია.
არნახული სიცხებია კალიფორნიაში, ნევადასა და არიზონის სამხრეთ რაიონებში.
დღეს, სინოპტიკოსები ტემპერატურის +57 გრადუსამდე მატებას ელოდებიან. ასეთი მაღალი სიცხე 100 წლის წინ, კალიფორნიაში „სიკვდილის ველზე" დაფიქსირდა.