საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საფრანგეთის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დაზარალდება.
ლე პენმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, საფრანგეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამის უარყოფით შედეგებს იგრძნობს.
ლე პენმა ამის ორ მიზეზზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ არა მხოლოდ ძლიერი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინაშე აღმოვჩნდებოდით, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდებოდა საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ბიუჯეტიდან საფრანგეთის სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი წილიც“, - განაცხადა ლე პენმა.