ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის რუსთავის რაიონული სასამართლოს მიერ განხილვის მიზეზებს განმარტავს.
"მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, ვინაიდან დაკავებული ბრალდებულები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საქმის გამომძიებელი დანაყოფის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს", - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა ,,რუსთავი 2"- საუბარში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის 4 დაკავებული მაღალჩინოსნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის რაიონული სასამართლო მსჯელობს.