რუსთავის საქალაქო სასამართლოში მერიის დაკავებულ მაღალჩინოსნების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დაცვის მხარე პროცესზე მოითხოვს, რომ დაკავებული მაღალჩინოსნები გათავისუფლდნენ სასამართლო დარბაზიდან.
,,ჩვენ გადავეცით მტკცებულებები, როგორც ბრალდების მახრეს, ასევე სასამართლოს, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მათი უკანონო დაკავებაში ყოფნის ფაქტი. ჩვენ ასევე ვიშუამდგომლებთ სასამართლოს წინაშე, რომ აცილებულ იქნას ბრალდების მხარის წარმომადგენლები, რომლებიც ახორცელებნ ზედამხედველობას მოცემულ პროცესზე", _განაცხადა ჟურნალისტებთან დაკავებულების ადვოკატმა
,,გიორგი კონდახიშვილმა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს თბილისის მერი გიგი უგულავა და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ესწრებიან.
შეგახსენებთ, გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა სხვა პირებთან ერთად მიითვისეს და გაფლანგეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა 48 930 822 ლარამდე თანხა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 -ე მუხლის მესამე ნაწილით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.საქმის გამოძიება გრძელდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება.