ჩეჩნეთში ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების შედეგად დაღუპულია 1 პოლიციელი, დაჭრილია 13. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა დაკავება ვერ მოხერხდა და ამჟამად მათი ძებნა ტყის ძნელადმიუვალ მასივში მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაცია ადგილობრივი პოლიციისა და ფედერალური ძალების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს.