,,მერიის თანამშრომლების დაკავება კანონმდებლობის გათვალისწინებული ნორმების დაცვით განხორციელდა", -განაცხადა ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მერიის თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას.
,,კანონი იქნება მკაცრი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიითვისეს სახელმწიფო სახსრები. მიმდინარეობს გამოძიება და მინდა გითხრათ, რომ გამოძიება მიდის ძალიან გამჭვირვალედ და ობიექტურად. მინდა გითხრათ, რომ არცერთი თანამდებობა არ არის იმუნიტეტი, რომ ვინც დანაშაული ჩაიდინა პასუხი არ აგოს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა გვიან ღამით მერიის ოთხი თანამშრომელი დააკავა. ისინი ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებიან. დაკავებულების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გვიან ღამით გააკეთა