საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრი, გენერალური აუდიტორის კონსულტანტი ანდრო ალავიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან ითხოვს გაარკვიონ რაში სდებს მას გამოძიება ბრალს.
„გამარკვიონ რაში მედება ბრალი. გამოძიება ჩემით არ დაინტერესებულა, კითხვები არ დაუსვამს, მაგრამ ვიდომასალაში რომელიც გაავრცელს ჩანს თუ როგორ გამომაქვს ბანკომატიდან თანხა", - განაცხადა ალავიძემ.
მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ თითქოს მან ბანკომატიდან 853 000 ლარი გამოიტანა.
„მსურს გავარკვიო სიმართლე, რაში მედება ბრალი და მზად ვარ სიმართლე დავამტკიცო", - განაცხადა ალავიძე.
მისივე თქმით, იგი ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში, იხდის კრედიტებს, უახლოეს დღებში კი აპირებდა სასწავლებლად გამგზავრებას, მაგრამ, მომხდარის გამო გეგმებს ცვლის და საქართველოში რჩება.
ალავიძე წუხელ შეცადა თავად დაკავშირებოდა გამომძიებელს, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.