იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს.
მხარის პოლიციის პრესსამსახურის ცნობით სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე კი გამეზარდაშვილის მოადგილე ზაზა ჩუბინიძე დაინიშნა.
"ზურა გამეზარდაშვილი თბილისში გადავიდა მის თანამდებობაზე კი მოადგილე დაინიშნა. ამ ეტაპზე კი სხვა ცვლილებები სამხარეო პოლიციაში არ იგეგმება,"- ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა კუხელაშვილი.